|
20-04-2010, 13:34
საქართველს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DEADE-ს) წარმომადგენელს საქართველოში, კერძოდ, ტექნიკურ უნივერისტეტში, ტანია გრისჰამერს და აღნიშნული სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, გებჰარდ როილს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ტექნიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფესორი ოთარ ზუმბურიძე.
რექტორი სტუმრებს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის შესახებ ესაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წელს საინჟინრო სპეციალობებს მეტი პრიორიტეტი მიენიჭება.
საქართველს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მხარი დაუჭირა DEADE-ს წარმომადგენლების წინადადებას გერმანული ენის სწავლების საათების რაოდენობის გაზრდის შესახებ ტექნიკურ სპეციალობებზე. |
|