საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რომუალდას კლიუკასი ეწვია.
კლიუკასს სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მომავალი პერსპექტივები მიმოიხილეს.