|
10-09-2012, 15:56
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ვახტანგ ბალავაძე ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს შეხვდა და ენერგეტიკოსის დღე მიულოცა. შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. მას უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, ენერგეტიკის აკადემიის, ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირისა და ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა ენერგოსექტორში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებთან მჭიდროდ თანამშრომლობას გეგმავს.
მინისტრმა ენერგეტიკოსები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. |
|