|
16-05-2011, 16:32
ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, როგორც 11-15 აპრილს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (სმეკ 2011) აქტიურ მონაწილესა და მხარდამჭერს, მადლობა გადაუხადა.
“ნება გვიბოძეთ, კიდვე ერთხელ მოგახსენოთ მადლობა 11-15 აპრილს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში (სმეკ 2011) მონაწილეობისთვის”, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორ არჩილ ფრანგიშვილისადმი მიწერილ სამადლობელ წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა სერთიფიკატი ევროპის ინოვაციისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, პატრიკ ლამბერტის ხელმოწერით.
“როგორც მოგეხსენებათ, სმეკ 2011 შესულია ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის დღის ესრიგში და ჩვენ, ენერგოეფექტურობის ცენტრს, ევროკომისიის კონკურენციისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ მოგვენიჭა უფლება საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის აქტიურ მონაწილეებსა და მხარდამჭერებს გადავცეთ სერთიფიკატები ევოპის ინოვაციისა და კონკურენციის საგენტოს ხელმძღვანელის, ბატონი პატრიკ ლამბერტის ხელმოწერით და ჩვენი, როგორც კვირეულის ავტორიზებული ორგანიზატორის ლოგოთი”, - აღნიშნულია წერილში.
ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ადგილობრივ განახლებად რესურსებზე იქნება დაფუძნებული.
“სიამოვნებით ვასრულებთ ამ საპატიო მისიას და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მდგრადი, ადგილობრივ განახლებად რესურსებზე დაფუძნებული, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგეტიკა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უახლოესი მომავლის რეალობად შეიძლება იქცეს”, - ნათქვამია წერილში. |
|