სტუ მდგრადი ენერგეტიკისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ მდგრადი ენერგეტიკისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს მეცნიერება
26-03-2010, 02:52
დღეს, 26 მარტს, საქართველოში პირველად აღინიშნება მდგრადი ენერგეტიკის დღე, რომელიც მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულის ფარგლებში ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”, მხარდამჭერები _ BP და მისი პარტნიორები ნავთობისა და გაზის პროექტებში და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სათბობ-ენერგეტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, თბილისის მერიის წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, განახლებადი ენერგიების, ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების და ენერგოეფექტურ ღონისძიებათა პოპულარიზების მიზნით, ევროკავშირში 2005 წლიდან ყოველწლიურად იმართება მდგრადი ენერგეტიკის კვირეული.

“საქართველო აღიარებს ევროპულ ღირებულებებს როგორც ზოგადად, ასევე ამ კონკრეტულ თემატურ არეალში, ამიტომ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მდგარი ენერგეტიკის კვირეულს, ასევე დაგეგმილი გვაქვს, საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის დღე ყოველწლიურად ჩავატაროთ”, - აცხადებს საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღის ორგანიზატორი კავშირის “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” დირექტორი გიორგი აბულაშვილი.

მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დაგეგმილია თემატური კონფერენციის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, დონორი ორგანიზაციების, შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” ქვეყნის მასშტაბით ენერგიის დამზოგავი ტექნოლოგიებისა და ენერგიის ეფექტური მოხმარების პოპულარიზაციას ცდილობს. აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერეგტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტიც აქტიურად მონაწილეობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერეგტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანის, გია არაბიძის განცხადებით, ე. წ. მდგრადი განვითარების პროგრამა ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.

“საზოგადოებისთვის ინფრომაციის მიწოება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ის თემაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში სკოლებშიც კი ისწავლება. ვცდილობთ, ეს მოსახლეობამდე ახლა მაინც მივიტანოთ. ზემოაღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ნებისმიერ ღონისძიებას ინტელექტუალურ მხარდაჭერას ჩვენი ფაკულტეტი უწევს. გარდა ამისა, სტუ-ის ხუთმა პროფესორ-მასწავლებელმა და დოქტორანტმა სპეციალურად აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ კონფერენციაზე საკმაოდ საინტერესო მოხსენებები წაიკითხა. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ენერგეტიკის მდგრადი განვითარება, ენერგორესურების ნაკლები დანახარჯით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მეტი სარგებლის მიღებას გულისხმობს”, _ განაცხადა არაბიძემ.
 
 

ასევე:

  • სტუ მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს
  • თბილისში ენერგოტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება
  • ენერგოეფექტურობის ცენტრმა სტუ-ს მადლობა გადაუხადა
  • ენერგოეფექტურობის თემაზე სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • სტუ-ში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge