სტუ მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს სტუ
17-05-2012, 14:43
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი ენერგეტიკის მდგრადი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტთა მე-80 საიუბილეო კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი სტუდენტთა ნაშრომები.

18 მაისს კი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდება კონფერენცია “ახალგაზრდა ექსპერტების როლი საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში”, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები ასევე აქტიურად მონაწილეობენ.

მდგრადი ენერგეტიკის დღე 18 მაისს აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „ენერგოეფექტურობის ცენტრის" ორგანიზებითა და „BP საქართველოს", აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Winrock Georgia-ს პროექტის „NATELI" მხარდაჭერით ეწყობა.

მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 09:30 საათზე დაგეგმილია პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებული კონკურსის მონაწილეთა ნახატების გამოფენის გახსნა.

09:30 საათზე გაიმართება ასევე პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისთვის ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული კონკურსის მონაწილეთა ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომზადებული პროექტების პრეზენტაცია (მისამართი: სასტუმრო „HOLIDAY INN", 26 მაისის მოედანი N1).

11:00 საათზე - პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისთვის - ენერგოავტობუსის" დახურვის ცერემონიალი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეთა კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება (მისამართი: სასტუმრო „HOLIDAY INN", 26 მაისის მოედანი N1).

13:00 საათზე - პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეებისათვის დოკუმენტური ფილმის „ჯერ კიდევ გვიან არ არის" არაკომერციული ჩვენება (მისამართი: სასტუმრო „HOLIDAY INN", 26 მაისის მოედანი N1).

19:00 საათზე - პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს შორის საუკეთესო საგაზეთო, ტელე-რადიო თუ ინტერნეტ სიუჟეტის გამოსავლენად განახლებადი ენერგიისა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შესახებ ჩატარებული კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია (მისამართი: „თბილისი ცენტრალი", ბოულინგ-ცენტრი. ვაგზლის მოედანი N2).

მდგრადი ენერგეტიკის დღეების აღნიშვნა მიზნად ისახავს მოსახლეობაში განახლებადი ენერგოტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. საქართველოში ამ ღონისძიების ჩატარების ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 2010 წელს, როდესაც ენერგოეფექტურობის ცენტრი თანამოაზრეებთან ერთად გახდა ენერგეტიკული დღის ჩატარების ინიციატორი. მას შემდეგ საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება მდგრადი ენერგეტიკის დღეები.
 
 

ასევე:

  • სტუ მდგრადი ენერგეტიკისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს
  • ენერგოეფექტურობის ცენტრმა სტუ-ს მადლობა გადაუხადა
  • თბილისში ენერგოტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება
  • ენერგოეფექტურობის თემაზე სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • სტუ-ში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge