21 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი ეწვია. ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციის წევრებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და გეგმები სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით.
გინტარას სტეპანავიჩუსმა 19-20 მაისს მონაწილეობა მიიღო ბათუმში საერთაშორისო ეროვნული ასოციაციისა (NASRO) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციის - "უსაფრთხო სკოლა" მიზანი იყო სასკოლო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაცნობა. 21 მაისს, 10:30 საათზე კი, გინტარას სტეპანავიჩუსი და ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციის წევრები კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ.