|
28-06-2013, 17:43
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები არიან ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ინიციატივები. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს სტუ-ის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები და ცენტრები. |
|