სტუ-სა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-სა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სტუ
20-04-2011, 15:49
სტუ-სა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას, ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და კლაიპედას უნივერსიტეტის რექტორმა, ჟულკუს ვალდასმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნატო-ს დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება" დღეს გაიხსნა. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ ევროპისა და აშშ-ის ცნობილი აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციები.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა ძირითად მეთოდსა და მიმართულებას, კერძოდ: მეცნიერება ინფორმაციის შესახებ და ჰუმანიტარული დისციპლინები; ინფორმაციული საზოგადოება და ინოვაციები და სხვა.

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა შედგება ოთხდღიანი მოწვეული და ზეპირი მოხსენებებისგან, რომელიც ეძღვნება ყველა მთავარ დარგს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდგარადი და უსაფრთხო განვითარებისთვის; ასევე დისკუსიებს მრგვალ მაგიდასთან. კონფერენციის ბოლოს ნავარაუდევია შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წმინდა ანდრიას უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვა კულტურულსა და საგანმამათლებლო ცენტრებში.

კონფერენციის ოფიციალური ენაა ინგლისური. კონფერენცია - "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება" - 24 აპრილს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • ინფორმაციის ბუნებისა და სინერგიის თემაზე კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია „მეცნიერება და რელიგია“
  • ლიტვის საელჩოში კლაიპედას უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge