19 აპრილს, NATO-ს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კონფერენციის “ინფორმაციის ფილოსოფია და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება” ფარგლებში, სტუ-ში გაიმართა პრეკონფერენცია “საერთაშორისო თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდგარადი განვითარებისთვის”. სამუშაო შეხვედრა გახსნა კონფერენციის სამეცნიერო საპროგრამო კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საბუნებიმეტყველო აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა.
სამუშაო შეხვედრა გახსნა კონფერენციის სამეცნიერო საპროგრამო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა. განიხილეს ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებას და ტექნოლოგიების მდგრად და უსაფრთხო განვითარებას.
აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის ხელშეწყობით.
NATO-ს მიერ დაფინანსებული კონფერენცია - "ინფორმაციის ფილოსოფია და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება" - სტუ-ში 2024 აპრილს ჩატარდება.