ინფორმაციის ბუნებისა და სინერგიის თემაზე კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ინფორმაციის ბუნებისა და სინერგიის თემაზე კონფერენცია ტარდება სტუ
10-02-2011, 15:14
20-24 აპრილს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება”. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ რამდენიმე ცნობილი ევროპისა და აშშ-ის აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაცია.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა ძიროთად მეთოდსა და მიმართულებას და კერძოდ:

• მეცნიერება ინფორმაციის შესახებ და ჰუმანიტარული დისციპლინები,
• ინფორმაციული საზოგადოება და ინოვაციები,
• მდგრადი განვითარებისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაციის წყაროები, კრიტერიუმები და მოდელები,
• საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის ახალი მიმართულებები,
• მეცნიერების საერთაშორისო გაერთიანების მშენებლობა: პერსპექტივები და პრობლემები,
• სამეცნიერო-ტექნიკურ მონაცემთა დაცვა და მისაწვდომობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის,
• საერთაშორისო საინფორმაციო-საკომუნიკაციო მოდელები საზოგადოებრივ მეცნიერებებში, პოლოტიკა და პრინციპები,
• ინფორმაციის მისაწვდომობის თავისუფლების გარეშე საფრთხეები,
• ციფრული განაწილების გადაკვეთაზე: მონაცემთა მართვაში არსებული პროგრესის დაჩქარება მდგარადობისა და უსაფრთხოებისთვის,
• ახალგაზრდა მეცნიერების სწავლების საკითხები ინფორმაციიასა და ცოდნის მართვაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებისთვის,
• რეგიონალური და გლობალური ელექტრონული მეცნიერებისა და კიბერინფრასტრუქტურის განვითარება,
• თანამედროვე განაწილებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო დამუსავების მეთოდები სამეცნიერო და საინჟინრო გამოყენებისთვის,
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში,
• ინფორმაციის სინერგია და მისი მაგალითები ბიომრავალფერვნების, გეოქიმიის, ნევროლოგიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა დარგებისთვის,
• მონაცემთა უსაფრთხოება საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებში,
• ჰეტეროგენული მონაცემთა სისტემების ურთიერთმოქმედება მასალებში, ადამიანისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში და სხვა დარგებში,
• მონაცემემების, ცოდნისა და ინფორმაციისა მისაწვდომობისა და გახსნილი კულტურის განვითარება: რეგიონალურ, დისციპლინარულსა და ინტერდისციპლინარულ ინიციატივებს შორის კავშირების მშენებლობა,
• ენობრივი ბარიერები სამეცნიერო მონაცემთა ინტეგრაციასა და გამოყენებისთვის,
• მეცნიერების ინტეგრაცია და მისი სინთეთიკური კველევის მეთოდოლოგია,
• ახალი მეთოდები ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების მონაცემთა ინტეგრაციაში,
• სენსორული სისტემები და ქსელები რეალურ დროში მონიტორინგისა და ანალიზისთვის,
• სინერგეტიკა ბიომრავალფეროვნებაში, დამზერის მეთოდები და შესწავლილი მაგალითები,
• ინფორმაცია და კომუნიკაცია რისკების მონაცემებზე უსაფრთხოებისათვის (სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები და სხვა),
• ახალი მონაცემები და მიღწევები ფიზიკაში, ქიმიასა და საინჟინრო დარგებში, ასევე მასალათმცოდნეობაში და მათი მულტიდისციპლინარული გამოყენებები,
• ინფორმატიკა ენერგო გენერაციასა და რესურსების მართვაში.

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა შედგება ოთხდღიანი მოწვეული და ზეპირი მოხსენებებისგან, რომელიც ეძღვნება ყველა მთავარ დარგს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდგარადი და უსაფრთხო განვითარებისათვის; ასევე დისკუსიებს მრგვალ მაგიდასთან. Kონფერენციის ბოლოს ნავარაუდევია შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წმინდა ანდრიას უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვა კულტურულსა და საგანმამათლებლო ცენტრებში.

კონფერნციაში მონაწილეობა (რეგისტრაცია) უფასოა.

მოხსენების თეზისების მიღება 20 იანვარს დაიწყო და 20 თებერვალს დამთავრდება. მოხსენების კონფერენციაში ჩართვის დადასტურება 10 მარტამდე უნდა მოხდეს, მოხსენებების დასასტამბი ტექსტების მიღება კი 22 აპრილამდეა განსაზღვრული.

კონფერენციის ოფიციალური ენაა ინგლისური.

თეზისების დასაბეჭდი ქაღალდის ზომა უნდა იყოს: 21 X 29,5 სმ (A4), 3 სმ თავისუფალი ველით ფურცლის ზევით და ქვევით და 2,5 სმ-იანი ველით მარცხნივ და მარჯვნივ. თეზისები უნდა მოწოდებულ იქნეს “დოკ” ფაილად; შრიფტი – თაიმს ნიუ რომანი; ზომა: სათაური 14, ხოლო ტექსტი 12.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-სა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
  • სტუ-ში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
  • მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge