|
29-06-2012, 13:16
3 ივლისს, 16:00 საათზე, ლიტვის რესპუბლიკის საელჩოში (თ. აბულაძის ქ. №25) ჩატარდება კლაიპედას საერთაშორისო უნივერსიტეტის LCC (ყოფილი ლიტვის ქრისტიანული ფონდის უმაღლესი სკოლა) შესახებ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ჩაატარებენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დარგში, აისტე მოტეკაიტიენე (Aistė Motekaitienė) და ბრენდა შული (Brenda Shull). პრეზენტაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიქმნა ქ. კლაიპედაში 1991 წელს, ლიტვის, კანადისა და ამერიკის ფონდების ერთობლივი ძალისხმევით. იგი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, ინგლისური ენისა და ლიტერატურის, ფსიქლოგოგიისა და თეოლოგიის სპეციალობებით.
საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასევე, ანიჭებს მაგისტრის ხარისხს TESOL (არაინგლისურენოვანი მოქალაქეებისთვის ინგლისური ენის სწავლება). |
|