|
17-02-2010, 19:24
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის გამგესთან, პროფესორ იან ბოჩანთან და მის ასისტენტთან, იაკობ კონაპასთან შეხვედრას ასევე საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა არქიტექტურულ სწავლებაში ევროპული განათლების გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ევროპული სტანდარტებით მომზადება. დაიგეგმა პროექტის განხორციელება, რომელიც ერთობლივი ნამუშევრების კატალოგის გამოცემას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფინანსურ მხარეს ჩეხები უზრუნველყოფენ. |
|