|
10-02-2012, 22:54
დღეს, 10 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტორები: პროფ. მარია მიმო, არქტიტექტორი ლუჩიო სპეკა და ამავე ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები.
იტალიელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზეგანიხილეს თბილისის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საკურსო ნაშრომებს იტალიელი სტუდენტები შეასრულებენ.
შეხვედრაზე დაისახა აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედდება. |
|