დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და შსს-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრისას მათ გამოთქვეს სტუ-სთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. სტუმრებმა მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესთავაზეს დასაქმების პროგრამაში ჩართვა. ხსენებული პროგრამა გულისხმობს კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტების გადამზადებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.