|
15-05-2011, 22:11
დიუსელდორფში გამართულ ევროვიზიის კონკურსში ქართული ჯგუფი Eldrine მე-9 ადგილზე გავიდა.
კონკურსში აზერბაიჯანულმა დუეტმა Ell&Nikki (ელდარ კასუმოვი და ნიგიარ ჯამალი) გაიმარჯვა. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მეორე და მესამე ადგილებზე გადული იტალიელი და შვედი შემსრულებლები.
საკმაოდ წარმატებული იყო ევროვიზიაზე ქართული ჯგუფის Eldrine-ის გამოსვლა, რომელმაც One More Day ("კიდევ ერთი დღე") შეასრულა. ბოლო ხმის მიცემამდე საქართველოს წარმომადგენლები მე-8 ადგილზე იმყოფებოდნონ და მხოლოდ ბოლო ტურში გადაუსწრო მათ ირლანდიურმა დუეტმა.
საბოლოოდ საქართველო ევროვიზიაზე მე-9 ადგილზე გავიდა.
პირველ ათეულში ადგილები შედეგნაირად განაწილდა.
1. აზერბაიჯანი 2. იტალია 3. შვედეთი 4. უკრაინა 5. დანია 6. ბოსინია და ჰერცოგოვინა 7. საბერძეთი 8. ირლანდია 9. საქართველო 10. გერმანია
2012 წელს ვეროვიზიის კონკურსი აზერბაიჯანის დედაქალაქში - ბაქოში გაიმართება,
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანს "ევროვიზიაში" გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტის თქმით, მან დღეს, დილით, დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელი მომღერლების გამარჯვება "ევროვიზიის კონკურსში" პირადად მიულოცა. ამის შესახებ დღეს სარფის საბაჟოს მშენებლობის დათვალიერების დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ევროვიზია 2011"-ის შეფასებისას აღნიშნა.
"მინდა მიულოცო გამარჯვება აზერბაიჯანს. ეს მართლა ასახავს იმას, თუ ბოლო პერიოდში რამხელა გზა გაიარა აზერბაიჯანმა. ყოჩაღ აზერბაიჯანს!" - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისა და ბელორუსის მხრიდან საქართველოსთვის "ევროვიზიის" კონკურსზე მხარდაჭერა იყო ძალიან ნიშანდობლივი გამოხატულება მათი დამოკიდებულებისა.
"ევროვიზია" ისეთი კონკურისა, სადაც ხალხი ქულებს გაძლევs იმის მიხედვით, რა დამოკიდებულება აქვს მათ ქვეყანას შენს სახელმწიფოსთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს "ევროვიზიაზე" ლიტვა ყოველთვის უმაღლეს ქულას აძლევდა, ყოველთვის პირველ ადგილზე გაჰყავდა და "ამისთვის ყოველთვის ძალიან მადლობლები ვართ".
"გუშინ ბელორუსმა და უკარინამ უმაღლესი ქულები მოგვცეს და მათ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან ეს მართლა გამოხატავს ბოლო წლებში საქართველოს მიმართ გამძაფრებულად თბილ დამოკიდებულებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სწორედ ეს ერები იყვნენ, ვინც ყველაზე დიდი გაჭირვების დროს საქართველოს გვერდით დაუდგნენ.
"ჩვენ ყველა სფეროში ვავითარებთ ურთიერთობებს ერებს შორის", - აღნიშნა სააკაშვილმა. |
|