სამხრეთკორეელ კონსტრუქტორთა ჯგუფმა ”ჭკვიანი” პლასტიკური საბანკო ბარათი ” ლაივ ჩექინგ ქარდი” შექმნა. ჩვეულებრივი პლასტიკატის ნაჭრის ნაცვლად, აღნიშნული ბარათი ინოვაციურ სენსორულ დისპლეის წარმოადგენს. ”ლაივ ჩექინგ ქარდი” ფულადი ანგარიშსწორების ისტორიის შესახებაც იძლევა ინფორმაციას - მორიგი ტრანზაქციის განხორციელებისთანავე მონაცემები ბარათის ზედაპირზე ისახება. ახალი ბარათის კვების წყაროს მზის ენერგია წარმოადგენს, ამიტომ მას სპეციალური ელემენტით დამუხტვა არ ესაჭიროება. ”ლაივ ჩექინგ ქარდი” ჩვეულებრივ საბანკო ბარათთან შედარებით უფრო მტკიცე და გამძლეა. ახალი გამოგონება საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის რაოდენობას პირდაპირ ბარათის ზედაპირზე გვიჩვენებს და ამისთვის არ არის აუცილებელი ბანკომატთან მისვლა ან ბანკის საიტის შემოწმება.