“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” სტუ-ში ღონისძიებას გამართავს » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” სტუ-ში ღონისძიებას გამართავს სიახლე
11-12-2012, 13:51
ხვალ, 12 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, საინფორმაციო ღონისძიებას გამართავს. შეხვედრას დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” წარმომადგენლები და სხვა პირები.

აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” (Millenium Challenge Corpiration MCC) თანამშრომლობის მეორე კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვიტარების ხელშეწყობისთვის იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სექტორის ხელშეწყობა, რომლისთვისაც მოაზრებულია 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია.

აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მოხდება საკონკურსო წესით, რომლის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროების გამოვლინება, რომლის შემდგომ ეტაპზე იგეგმება წარდგენილი პროექტების შეფასება და დაფინანსება.

ამ მიზნით, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” (MCA – Georgia), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, 12-14 დეკემბერს საინფორმაციო ღონისძიებებს გეგმავს. ღონისძიებების ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორისა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯები) და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ პროგრამას წარუდგენენ და მათთან ერთად დეტალურად განიხილავენ კონკურსის პირობებს.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში MCA – Georgia-ს საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა
  • საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაძლებლობები გაძლიერდება
  • „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ მილენიუმის პროექტში მონაწილეობს
  • ფიზიკის დეპარტამენტში ვირტუალური მოდელირების პროექტების პრეზენტაცია ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge