სტუ-ში MCA – Georgia-ს საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში MCA – Georgia-ს საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა სტუ
12-12-2012, 14:33
სტუ-ში MCA – Georgia-ს საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი გია ზურაბაშვილი, ნოდარ სურგულაძე, ჯეიმს მაკნიკოლასი, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან განაცხადა, რომ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” (MCA – Georgia) კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

პროექტის შესახებ ისაუბრეს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გია ზურაბაშვილმა, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” წარმომადგენელმა ჯეიმს მაკნიკოლასმა, ნოდარ სურგულაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა.

აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” (Millenium Challenge Corpiration MCC) თანამშრომლობის მეორე კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სექტორის ხელშეწყობა, რომლისთვისაც მოაზრებულია 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია.

აშშ-ის “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მოხდება საკონკურსო წესით, რომლის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროების გამოვლინება, რომლის შემდგომ ეტაპზე იგეგმება წარდგენილი პროექტების შეფასება და დაფინანსება.

ამ მიზნით, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” (MCA – Georgia), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, 12-14 დეკემბერს საინფორმაციო ღონისძიებებს მართავს. ღონისძიებების ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორისა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საზოგადოებრივი და პროფესიული კოლეჯები) და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ პროგრამას წარუდგენენ და მათთან ერთად დეტალურად განიხილავენ კონკურსის პირობებს.
სტუ-ში MCA – Georgia-ს საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა სტუ-ში MCA – Georgia-ს საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა
 
 

ასევე:

  • “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” სტუ-ში ღონისძიებას გამართავს
  • საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაძლებლობები გაძლიერდება
  • ფიზიკის დეპარტამენტში ვირტუალური მოდელირების პროექტების პრეზენტაცია ჩატარდა
  • „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ მილენიუმის პროექტში მონაწილეობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge