|
24-04-2013, 15:55
დღეს საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სატრანსპორტო ფაკულტეტის 58-ე კათედრაზე პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია, მის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2011, 2012 და 2013 წლის პირველი კვარტლების მუშაობის ფინანსური შედეგების მოკლე ანალიზს გააკეთებს. ასევე, ასოციაცია ს/ს,,საქართველოს რკინიგზის“ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვნებლების ანალიზით ახალი მენეჯმენტის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაფასებს. |
|