|
16-09-2013, 17:53
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს მინისტრის მილოცვის ტექსტს სტუდენტებისადმი: “ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებულად კი პირველკურსელებს! მინდა მივულოცო მათ ის წარმატება, რასაც მიაღწიეს - გახდნენ სტუდენტები! ვუსურვო განვითარება, წინსვლა, ახალ-ახალი მიღწევები და დავარწმუნო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
განათლება ქვეყნის პრიორიტეტია! მინდა, ვუსურვო ყველა სტუდენტს იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს აქტიური მშენებლები, რომლის შექმნაშიც ჩვენც შევუწყობთ ხელს! ასევე, ვუსურვებ მათ ნაყოფიერად გამოეყენებინოთ სტუდენტური წლები, რათა მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და გაემართლებინოთ ის იმედები, რასაც ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და მშობლები მათზე ვამყარებთ!” |
|