|
28-10-2013, 15:38
29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (შეხვედრების ოთახი) ABET ფონდის ჯგუფი (აშშ) ჩაატარებს სამუშაო სემინარს. სამუშაო შეხვედრა შეეხება ABET პროცედურებსა და მოთხოვნებს.
აღნიშნული სემინარი განკუთვნილია სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და აკადემიური პერსონალისთვის, სამშენებლო, ელექტროტექნიკისა და სხვა საინჟინრო მიმართულებებით. სემინარს დაესწრებიან როგორც ტექნიკური უნივესრიტეტის, ისე სხვა უნივერსიტეტების შესაბამისი საინჟინრო პროგრამების წარმომადგენლები. |
|