სტუ მონაწილეობდა ფესტივალში “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ » News.GTU.ge



«    აგვისტო 2022    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ მონაწილეობდა ფესტივალში “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ სტუ
16-04-2014, 18:35
სტუ მონაწილეობდა ფესტივალში “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობდა ფესტივალში “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“. ფესტივალი 8 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება “ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა.

სტუ მონაწილეობდა ფესტივალში “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან განსაკუთებით გამოირჩეოდა სამთო-გეოლოგიური და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტების მასალა.

სტუ მონაწილეობდა ფესტივალში “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუ-ის ერთ-ერთი უძველესი ქვედანაყოფის, სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობის მიმართულებამ, რომელიც 1960 წლიდან ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სტატუსით და უშვებს სპეციალისტ-მექანიკოსებს საშენი მასალების საწარმოების, სამოქალაქო, სამრეწველო, საგზაო და სარკინიგზო მშენებლობების, სხვადასხვა ტვირთის გადამამუშავებელი სადგურების, პორტების და ტერმინალების, საქალაქო-კომუნალური მეურნეობისთვის. 2014-15 სასწავლო წელს მიღება ხდება შემდეგ სპეციალობებზე: ამწე-სატრანსპორტო მანქანებისა და ლიფტების ტექნიკოსი (IV და V საფეხურები), სამშენებლო-საგზაო-სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების ტექნიკოსი (IV და V საფეხურები).

სტუ მონაწილეობდა ფესტივალში “პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ ასევე, საინტერესო იყო სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წარმომადგენელთა მიერ მომზადებული მასალა, რომელშიც ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტი მონაწილეობდა. 2014-2015 სასწავლო წელს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე მიღება განხორციელდება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი; გეოლოგ-ტექნიკოსი; გვირაბგამყვანი; მყარი სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგ-ტექნიკოსი; მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი;
ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი; სამთო ელექტრომექანიკოსი; სამთო ტექნიკოსი; სამთო ტექნიკის ექსპლუატაციის, რემონტისა და უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური და კვების მრეწველობის საწარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი; ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი.

ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, სტენდები, რომლებიც გაფორმებული იყო პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებით, აქვე წარმოდგენილი იყო პრაქტიკის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულებები.

ღონისძიების მსვლელობისას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მოესმინა პრეზენტაციები პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ, დაესვა კონკრეტული შეკითხვები დაწესებულებების წარმომადგენლებს, გასცნობოდა პროგრამის ხანგრძლივობას, სწავლების მეთოდოლოგიას, პრაქტიკული კომპონენტების განმახორციელებელ დაწესებულებებს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს და ა.შ. ამასთან, მოესინჯა ტესტირების ნიმუშები, მიეღო დეტალური ინფორმაცია მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამის შესაბამისი ტესტირების ტიპების შესახებ და დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო დასაქმების ხელშემწყობი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ფესტივალის სტუმრებს აცნობდნენ შრომის ბაზრის ტენდენციებს და უტარებდნენ მასტერკლასს CV-ის მომზადების შესახებ.

ფესტივალის მიმდინარეობისას გაიმართა წამახალისებელი თემატური შეჯირებები, გათამაშებები და სხვა სიურპრიზები, რომელიც ფესტივალის სპონსორმა სს “ლიბერთი ბანკმა“ და სხვა ბიზნესორგანიზაციებმა წარუდგინეს ღონისძიების მონაწილეებს. ფეტსივალი ერთდღიანი იყო და წელს მეორედ გაიმართა.

ფესტივალს მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ.
 
 

ასევე:

  • პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდა
  • პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები
  • ტყიბულში სამთო ტექნოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა
  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
  • 2012/13 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამები და ვაკანსიები გამოქვეყნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge