სტუ-ში სემინარის მონაწილეები ვენურ სკამებს დაამზადებენ » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში სემინარის მონაწილეები ვენურ სკამებს დაამზადებენ სტუ
11-11-2014, 04:37
11-13 ნოემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ტარდება სემინარი „ვენური გრეხილი სკამების დიზაინი“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა დაინტერესებულ პირებს ავსტრიელი დიზაინერის, ჯეიმს სკოუნის 3-დღიან სემინარზე იწვევს. პროექტის ვტორია ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტი თათია სხირტლაძე.

სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა მიიტანონ ძველი სკამი და შემდეგი ინსტრუმენტები: ხერხი, ბურღი, სტეპლერი (ხის), ფიცრები. საჭირო მასალის შეძენა შესაძლებელია სემინარის დროსაც, იმისდა მიხედვით, თუ როგორი სკამის გაკეთებას გადაწყვეტენ მონაწილეები. სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეების მიერ გაკეთებული სკამები გამოიფინება უნივერსიტეტის ეზოში.

სემინარზე დასწრება თავისუფალია. როგორც თავად სკონი აცხადებს, სემინარის პირველ დღეს ისაუბრებენ სამრეწველო დიზაინის ფუნქციების შესახებ, სერიულად წარმოებული პროდუქციის საზოგადოებრივ და კულტურულ მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ რა სტრატეგიას მოითხოვს მათი შექმნის პროცესი იდეის მონახაზიდან პროდუქტის განვითარებამდე. მეორე დღე დაეთმობა მეტაფორების მოძიებას იდეაზე მუშაობისას, მასალის, ფორმისა და დამუშავების სემანტიკურ მნიშვნელობას. მოხდება საზოგადოებრივი ადგილების „მარკირება“ ინტერკულტურული (ვენა-თბილისი) ნიშნის გათვალისწინებით. გამოიყენებენ მოდიფიცირებულ ან ფუნქციაშეცვლილ სკამებს. ჩამოყალიბდება საჭირო კონცეფცია. მესამე დღეს კი შეიქმნება მოდელი და მოხდება მისი ინტერვენცია საზოგადოებრივ სივრცეში.

ვენური სკამი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ძმები ტონეტების დრეკადი ხის ფაბრიკა უშვებდა, მსოფლიო დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია. იგი ვენის კაფეების ტრადიციული ატრიბუტი იყო და დღემდე ძალიან პოპულარული ავეჯია. ვენური სკამი და ტონეტების ავეჯი ავსტრიული კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების საამაყო სიმბოლოა.

მიხაელ ტონეტი ინდუსტრიული შრომის გადანაწილების შედეგად ეკონომიურად წარმოებული პროდუქტების ერთ-ერთი მოთავე იყო. ამ მომგებიანი მეთოდით შექმნილი სამრეწვლო პროდუქტი მომხმარებელთა ფართო მასისთვის გახდა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ეკონომიკური აზროვნებისა და ქმედების ხარისხს ნათლად ასახავს ტონეტის Nr.14 სკამის ე. წ. კლასიკური „კაფეს სკამის“ მაგალითი. იგი 1859 წელს შეიქმნა და დღემდე მრავალმილიონიანი ტირაჟით იწარმოება.

„ჩვენ განვიხილავთ საგნების არა მარტო პრაქტიკულ, ტექნიკურ და ეკონომიკუ ფუნქციებს, არამედ ასევე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მნიშვნელობას იმ მიდგომით, თუ რას „გვიყვებიან“ ისინი თავად. ეს ეხება ვენისა და თბილისის კავშირსაც თონეტის სკამის მოდელის მაგალითზე. სამრეწველო დიზაინის პროდუქტი ამ შემთხვევაში იტერკულტურული გაგების მაგალითად, სიმბოლოდ გვევლინება“, _ აცხადებს სამრეწველო დიზაინერი და დიზაინის პედაგოგი ჯეიმს გილბერტ სკონი.

მისი განცხადებით, ამ სემინარზე მეთოდური ფოკუსი გამოცდილების პედაგოგიკაზე იქნება. ზოგადი შესავლის შემდეგ, მონაწილეებს თემაზე სხვადასხვა დავალება მიეცემათ, რომლებსაც ჯგუფურად ან ინდივიდუალურად შეასრულებენ.

„შემდეგ, მონაწილეების მიერ მიღებული გამოცდილების გასაღრმავებლად, განვიხილავთ დავალების შესრულების პროცესში წამოჭრილ კითხვებსა და თუ სირთულეებს. დიდაქტიკური მიზანია, სემინარის მონაწილეებს სწავლისას დამოუკიდებლობისა და საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარდეთ. მასავლებელი ამ დროს სტუდენტების თანასწორია და ამ პროცესში გზამკვლევის ანუ გამოცდილი „გამყოლის“ როლს ასრულებს და არა იმისას, ვინც „დიდ ცოდნას ფლობს“, _ აცხადებს ჯეიმს გილბერტ სკონი და დასძენს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მარტო დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, არამედ სხვადასხვა საგნის პედაგოგებსაც.

ჯეიმს გილბერტ სკონი ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორია. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, სამეფო საზოგადოების ხელოვნების კონკურსის სტიპენდია ინგლისში, დიზაინის სფეროში ავსტრიის ორი სახელმწიფო პრემია, ევროპული პრემია ნომინაციაში – დიზაინი. პროდუქტი – „ალპინისტური ფეხსაცმელი“ – მუდმივად არის ვენის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

1999 წლიდან ჯეიმს გილბერტ სკონი არის იუანოიმ გრაცის მოწვეული პროფესორი სამრეწველო დიზაინში. 2001-2003 წლებში კინგსტონის უნივერსიტეტში წარმატებით ხელმძღვანელობდა საბაკალავრო პროგრამას, პროდუქტისა და ავეჯის დიზაინერში, ასევე – სანტ პიოლტენის თანამედროვე დიზაინის უნივერსიტეტში.

2003-2014 წლებში ხელმძღვანელობდა დეპარტამენტს – დიზაინი, არქიტექტურა და გარემოს განვითარება - სახელოვნებო განათლებისათვის. 2007-2014 წლებში კი ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში სათავეში ედგა ხელოვნების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და სახელოვნებო განათლების საქმეს.

აღსანიშნავია ჯეიმს გილბერტ სკონის საერთაშორისო მოღვაწეობა: აშშ-ში (მონკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სამხრეთ კორეა (კორეის სამრეწველო განვითარების ინსტიტუტი, სეული), გერმანია (ბაუჰაუს დესაუ, აიხენის ხელობისა და დიზაინის აკადემია, ფეხტას უნივერსიტეტი), ბრიტანეთი (ლონდონის უნივერსიტეტი, გოლდსმიტის კოლეჯი), იტალია (კარნავალე დეი რაგაცი, ვენეციის ბიენალე).

ჯეიმს გილბერტ სკონი იყო ავსტრიაში კლდეზე თავისუფალი სტილით ცოცვის დანერგვის ერთ-ერთი ინიციატორი, აღმოსავლეთ ალპებში ყინულზე ცოცვის პიონერი, ასამდე მარშრუტის გამკვლევი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მარათონში: სირბილი 24 საათის განმავლობაში, 100კმ.-ის გარბენა, მთის ექსტრემალური მარათონები და ტრიატლონის შეჯიბრებები.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში სემინარის მონაწილეები ვენურ სკამებს დაამზადებენ
  • სტუ-ში სემინარის მონაწილეები ვენურ სკამებს დაამზადებენ
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ღია კარის დღე ტარდება
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლაში მობილობის წესით მიღება ცხადდება
  • ჯორჯეტო ჯუჯარომ სტუ-ში შეხვედრა გამართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge