ჯორჯეტო ჯუჯარომ სტუ-ში შეხვედრა გამართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჯორჯეტო ჯუჯარომ სტუ-ში შეხვედრა გამართა სტუ
17-01-2012, 16:29
მსოფლიოში ცნობილმა იტალიელმა სამრეწველო დიზაინერმა, “იტალდიზაინის” ერთ-ერთმა დამაარსებელმა, საუკუნის სამრეწველო დიზაინერმა, სავტომობილო დიდების დარბაზის წევრმა ჯორჯეტო ჯუჯარომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. საუკუნის დიზაინერმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო წლიდან კავკასიის რეგიონში პირველი საბაზრო მოთხოვნებზე გათვლილი დიზაინისა და არქიტექტურის საერთაშორისო სკოლა გაიხსნება. წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სტუდენტებს ლექციებს ჯუჯაროს სკოლის წარმომადგენლებიც წაუკითხავენ.

საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებს სკოლა დიზაინის შემდეგ მიმართულებებზე განახორციელებს - პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკა იტალიაში გაირონ, ხოლო წარჩინებულებს იტალიაში მაგისტრატურის სწავლებას სახელმწიფო დაუფინანსებს.

სკოლას პატრონაჟს თავად ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. სწორედ ჯუჯაროს შექმნილია ორმოცდაათზე მეტი ავტომობილის მოდელის დიზაინი, მათ შორის ისეთი მანქანების, როგორიცაა "ფერარი" და "ლამბორჯინი". დიზაინერი სხვა სფეროებშიც მონაწილეობს. მას ეკუთნის "Nikon"-ის ფოპტოაპარატების, "Apple"-ის კომპიუტერების პროტოტიპები და და კალმის ”Marille” -ის დიზაინიც.

პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს მსოფლიოში ცნობილი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა შეუძლიათ. პროგრამის მიზანი მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარებაა. უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელ სპეციალისტებს მოიწვევს, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მილიონი ლარი გადაეცემა.

კომპანიის ItalDesign-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, ავტოდიზაინერის ჯორჯეტო ჯუჯაროს კარიერა დიზაინის სფეროში ადრეულ ასაკში დაიწყო. 17 წლის ასაკში ის უკვე ფიატის სტილის ცენტრის (Centro Stile) ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.

1965 წელს ჯუჯარო გახდა იტალიური მატარებლების მთავარი დიზაინერი და შექმნა ექსპრესმატარებლების დიზაინი, რომელიც დღემდე გამოიყენება.

1968 წელს ჯორჯეტო ჯუჯარომ ჩამოაყალიბა კომპანია ItalDesign Giugiaro, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო მრეწველობის სრული პაკეტით მომსახურებას. ამასთან, ItalDesign-ის წარმატება მნიშვნელოვნადაა განპირობებული მისი ფილიალის, Giugiaro Design-ის საქმიანობით, რომელიც საავტომობილო ტექნიკას, პროტოტიპების შექმნასა და ტესტირებას ითვალისწინებს.

2010 წ. კომპანიის აქციათა ნაწილი შეისყიდა იტალიურმა Lamborghinin Holding-მა, რომელიც შედის Volkswagen Group-ის შემადგენლობაში.

ჯორჯეტო ჯუჯაროს მიღებული აქვს უამრავი საპატიო ჯილდო, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის შრომის კავალერი, საპატიო ხარისხისა და ოქროს კომპასის მფლობელი. 1999 წელს, ლას ვეგასში გამართული დაჯილდოებისას, ჯორჯეტო ჯუჯაროს მიენიჭა ავტომობილების საუკუნის დიზაინერის წოდება.

2002 წელს ჯუჯარო შეიყვანეს საავტომობილო დიდების დარბაზში.

2004 წელს კულტურისა და ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილისთვის, ჯორჯეტო ჯუჯაროს გადაეცა იტალიის რესპუბლიკის ოქროს მედალი.

გარდა ამისა, ჯუჯარომ შეიმუშავა ფოტოაპარატ Nikon-ის კორპუსების დიზაინი, კომპანია Apple-ის კომპიუტერული პროტოტიპები და კალმის Marille-ის ახალი ფორმა.

ამჟამად, კომპანია ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს თავის საქმიანობას, ესენია: Giugiaro Design და Transport Design.

დაარსების დღიდან, კომპანია მონაწილეობს მრავალი ავტომობილის დიზაინსა და ასევე, “სუპერქარების” ფართო სპექტრის შექმნაში: Alfa Romeo, BMW, Bugatti, Chevrolet, Ferrari, Fiat, Ford Mustang, Hyundai, Lamborghini Cala, Lotus Esprit, Maserati, Hyundai, Saab, Suzuki , Subaru, Toyota, Volkswagen და მრავალი სხვა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ს ავტოდიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო ესტუმრება
  • ცნობილ იტალიელ დიზაინერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
  • ბრაზილიელი დიზაინერი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება
  • სტუ-ში სემინარის მონაწილეები ვენურ სკამებს დაამზადებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge