დიზაინის საერთაშორისო სკოლა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიზაინის საერთაშორისო სკოლა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტუ
1-07-2014, 15:13
დიზაინის საერთაშორისო სკოლა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე თითქმის ერთი წელია, დიზაინის საერთაშორისო სკოლა ფუნქციონირებს. მისი დაარსების იდეა ავტომობილების ცნობილი დიზაინერის, ჯორჯეტო ჯუჯაროს (Giorgetto Giugiaro) სახელს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის კონცეფცია ჯერ კიდევ 2012 წელს შემუშავდა, სკოლამ პირველი სტუდენტები გასულ წელს მიიღო.

დიზაინის საერთაშორისო სკოლის შესახებ სკოლის დეკანი ნიკოლოზ შავიშვილი საუბრობს:

“სკოლის გახსნის იდეა დაკავშირებული იყო დიზაინერ ჯორჯეტო ჯუჯაროსთან და მის კავშირთან გამოჩენილ ქართველ დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან. აქედან გამომდინარე, გაჩნდა აზრი, რომ ყოფილიყო არა მხოლოდ ტრანსპორტის დიზაინი, არამედ მექანიკა-მანქანათმშენებლობის ანუ საინჟინრო დიზაინის სწავლება საქართველოში. სწორედ იმიტომ, რომ სწავლებას უფრო ტექნოლოგიური განხრა ექნებოდა, გადაწყდა, ის დაარსებულიყო სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში და არა სამხატვრო აკადემიაში, რომლის კურსდამთავრებულიც თავად ზვიად ციკოლიაა. ბატონი ჯუჯარო თავის შვილთან ერთად არაერთხელ გახლდათ საქართველოში. მათ შემოგვთავაზეს ამ სკოლის მოდელი. სიჩქარეში რამდენიმე მომენტის გათვლა ვერ მოხერხდა, ამიტომ სკოლამ 2012 წელს სტუდენტების მიღება ვერ მოახერხა”.

მოგვიანებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მონდომების შედეგად, განათლების სამინისტრომ სკოლის პროგრამა დაამტკიცა, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელად კი მოწვეული პორტუგალიელი სპეციალისტი, ალექს ველასკო აირჩიეს. სკოლაში, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა გადაწყდა, რომ აქცენტი აღარ გაკეთებულიყო სატრანსპორტო-საინჟინრო დიზაინზე. სკოლაში დიზაინის ოთხი ძირითადი მიმართულება ისწავლება. ეს არის ინდუსტრიალური ანუ პროდუქციის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ავეჯის და გრაფიკული დიზაინი. “როგორც ხედავთ, სატრანსპორტო დიზაინი ამოვარდა, თუმცა პროდუქციისა და ინდუსტრიალურ დიზაინში იმდენად ბევრი რამე შედის, რომ შეიძლება მასში ავტომობილი და მატარებელიც მოვიაზროთ”, - აცხადებბს სკოლის დეკანი.

ბატონო ნიკოლოზ, რას გვეტყვით სკოლაში მიღების პროცედურებზე?

– 2013 წელს სკოლაში ორმოცდაათამდე სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის, რამდენიმე უცხოელიც. მათი მიღება გასულ წელს მოხდა საკმაოდ უბრალოდ, რადგან შემჭიდროვებულ პერიოდში მოგვიწია გახსნა. ამის გამო მივიღეთ ის, რომ კონტინგენტი არ არის ფოკუსირებული. რამდენიმე სტუდენტი ძალიან შეგნებულადაა აქ მოსული, რამდენიმეს კი, შესაძლოა, გაუჭირდეს აქ თავის დამკვიდრება. ზოგიერთმა დატოვა კიდეც სკოლა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ეს წელი, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევითობის ფაქტორს მოკლებული იქნება. სტუდენტები სკოლის შესახებ მეტად ინფორმირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, მათი პასუხისმგებლობაც გაზრდილი იქნება. სტუდენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. დამატებით ხატვის ან ხელოვნების გამოცდა არ არის, ხატვის ცოდნა მხოლოდ მაგისტრებს ევალებათ. ამ წუთში არ მეშინია შემთხვევით მოსული სტუდენტების. მე ვასწავლი ხელოვნებას და დიზაინს და თვითონ მოვესწარი ახალგაზრდაში ცვლილებას, რომელიც დასაწყისში გამოკვეთილად აცხადებდა, რომ აქ შემთხვევით იყო მოხვედრილი. ვინც აქამდე შემორჩა, უკვე აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. არ მგონია, რომ პირობების გამკაცრება სწორი იყოს (მაგალითად, არ მივიღოთ სტუდენტები, რომელთაც ხატვა არ იციან). ამას ჩვენ ვასწავლით. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი სტუდენტისთვის სივრცობრივი აზროვნებაა, რომლის განვითარებასაც ხატვა ეხმარება.

როგორია დიზაინის საერთაშორისო სკოლის პედაგოგიური შემადგენლობა?

– „შემდეგ წელს ვფიქრობთ არა მხოლოდ სტუდენტთა, არამედ მასწავლებელთა წრის გაფართოებასაც. უკვე გადაწყვეტილია უცხოელების მოწვევაც. გრაფიკული დიზაინის დარგი ჯერჯერობით სამხრეთაფრიკული წარმოშობის სლოვაკეთში მომუშავე დიზაინერს მიჰყავს. სექტემბრიდან მდგრად დიზაინს სტუდენტებს პორტუგალიური წარმოშობის პროფესორი წაუკითხავს. რაც შეეხება ქართულ შემადგენლობას, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლექტორებით. ნინო ახობაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ პედაგოგია, ახალი ფაკულტეტის მენეჯერიც გახლავთ და ერთად ვეძებთ ქართულ მასწავლებლებს. ბრწყინვალე პედაგოგები გვყავს: მათემატიკაში – პროფესორი დავით ნატროშვილი, მექანიკა-მანქანათმშენებლობის დარგში – პროფესორი დავით თავხელიძე, უსაფრთხოების სისტემებში კი – ლერი ბეჟანიშვილი. ასევე, გვყავს ხატვისა და ენის რამდენიმე მასწავლებელი, რომლებსაც უცხოელ კოლეგებთან ერთად ინგლისურ ენაზე შეუძლიათ წაიყვანონ ლექციები. პროგრამის ხელმძღვანელი ალექს ველასკოა.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა საერთაშორისოა, ხომ არ აპირებთ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებიც შესთავაზოთ?

– პირველ ყოვლისა, ჩვენ ვაპირებთ, გავამაგროთ მასწავლებელთა კონტინგენტი. ჯერჯერობით გაცვლით პროგრამებზე საუბარი ძნელია, თუმცა ვფიქრობ, უკვე ამგვარი პროგრამის ნაწილია პროფესორ კარლოს ალიოს სტუმრობა. ის თბილისში ჩამოდის “ტემპოს” პროგრამით, რომელსაც ევროსაბჭო აფინანსებს. დარწმუნებული ვარ, თუ სწორად ვიმუშავებთ და კონტინგენტი გაფართოვდება, მომავალში შესაძლებელი იქნება, სტუდენტებმა პრაქტიკებზე უცხოეთში იარონ. ამას გარდა, გვინდა, ტექნიკური აღჭურვილობა საუკეთესო გვქონდეს და ამაში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უკვე გვეხმარება. მომავალი სემესტრიდან კარგად აღჭურვილები ვიქნებით, თანაც, არც ტერიტორიის დეფიციტს განვიცდით“


ესაუბრა ნინა ახლოური (www.designtbilisi.ge)
 
 

ასევე:

  • დიზაინის საერთაშორისო სკოლაში მობილობის წესით მიღება ცხადდება
  • ჯორჯეტო ჯუჯარომ სტუ-ში შეხვედრა გამართა
  • სტუ-ში სემინარის მონაწილეები ვენურ სკამებს დაამზადებენ
  • სტუ-ში სემინარის მონაწილეები ვენურ სკამებს დაამზადებენ
  • ცნობილ იტალიელ დიზაინერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge