ქართველი ხელბურთელები "ჩელენჯ ტროფის" ფინალში ფინელებს შეხვდებიან » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველი ხელბურთელები "ჩელენჯ ტროფის" ფინალში ფინელებს შეხვდებიან კულტურა, სპორტი
23-01-2010, 00:11
/GHN/23 იანვარს ავსტრიის ქალაქ ლინცში, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "ჩელენჯ ტროფის" ფინალურ მატჩს ფინეთის ნაკრებთან ითამაშებს.
ფინალური მატჩისთვის ქართველი ხელბურთელები თბილისში ემზადებოდნენ და ირანის ნაკრებთან ორი ამხნაგური შეხვედრა გამართეს, რომელიც ქართველი ხელბურთელების გამარჯვებით დასრულდა.
ნაკრების მტავარი მწვრთნელის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, ფინალური მატჩისთვის შესაძლებელი გახდა ოპტიმალური შემადგებლობის თავმოყრა.
"საქართველოს ნაკრები ლინცში მხოლოდ ტიტულის დასაცავად იბრძოლებს", - განაცხადა ლინცში განგზავრების წინ მერაბ მეტრეველმა.
ფინალურ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს "ჩელენჯ ტროფის" კონტინენტალურ ტურნირზე იასპარეზებს.
ფინალურ მატში საასპარეზოდ საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგელობით გაემგზავრა: შოთა თევზაძე ("ბაკაუ" რუმინეთი), გაგა სამყურაშვილი ("სტუ-შევარდენი"), სერგო დათუკაშვილი ("გორენიე" სლოვენია), ვლადიმერ რუსია ("ოდორჰესი" რუმინეთი), რატი მსხვილიძე ( "მეტალოპლასტიკა" სერბეთი), რევაზ ჭანტურია ("მეტალურგი" მაკედონია), ირაკლი ჩიქოვანი ("მეტალოპლასტიკა" სერბეთი), ილია გოგალაძე ( სტუ-შევარდენი), უჩა მაისურაძე ("თბილისი"), აკაკი ტალახაძე (სტუ-შევარდენი), ამირან ყიფიანი ("სტუ-შევარდენი"), ტიტე კალანდაძე ("თბილისი"), სერგეი კირილოვი ("პოდლაშკა" პოლონეთი), ოთარ ამირანაშვილი ("თბილისი").
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მატჩის ნახვის საშუალება გულშემატკივარს შეეძლებათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე www.eurohandball.com.
 
 

ასევე:

  • საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატში მოსახვედრად იბრძოლებს
  • საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება
  • 19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს
  • თემურ ქეცბაიამ 3 ივნისის მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge