საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს კულტურა, სპორტი
6-09-2010, 01:28
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კალათბურთის ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის განყოფილებამ (FIBA-Europe) მიიღო. FIBA-ს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ე. წ. პლეიოფების სერია და შესაბამისად, თავის ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატში 16-ის ნაცვლად 24 ეროვნული ნაკრები იასპარეზებს.

FIBA-ს პრეზიდენტმა ოლაფურ რაფანსონმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ევროპაში გაიზრდება კალათბურთის დონე და "გვჯერა, რომ უნდა გაიზარდოს ტურნირის ჩარჩოები".

ფინალისტების რაოდენობის გაზრდის შედეგად ევრო-2011-ში საქართველოს ნაკრების გარდა, მოხვდნენ ლატვიის, იტალიის, უკრაინის, ბოსნიის, ბულგარეთისა და პოლონეთის ეროვნული ნაკრები გუნდები. ისინი შეუერთდებიან ისრაელის, ჩერნოგორიის, ბრიტანეთის, მაკედონიის, ბელგიის, სერბეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ესპანეთის, რუსეთის, საბერძნეთის, თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და მასპინძელი ლიტვის ეროვნულ ნაკრებებს, რომელთაც ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური უკვე მოიპოვეს.

ფედერაციამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება გუნდის წევრების შემადგენლობის 14-მდე გაზრდის შესახებ. განისაზღვრა წესი, რომლის მიხედვით, მატჩის დასწყებამდე ერთი საათით ადრე, მწვრთნელი ვალდებულია, დაადგინოს გუნდის 12-კაციანი შემადგენლობა.

ევრო-2011 3-18 სექტემბერს ლიტვაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩების შედეგები ასე გამოიყურება:
საქართველო - პოლონეთი 84:65
ბელგია - საქართველო 74:64
საქართველო - პორტუგალია 73:57
ბულგარეთი - საქართველო 79:83
პოლონეთი - საქართველო 67:58
საქართველო - ბელგია 63:86
საქართველო _ ბულგარეთი 94:83
ghn.ge
 
 

ასევე:

  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 94:83 დაამარცხა
  • ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინის ნაკრები - ანგარიშით 69:53 - დაამარცხეს
  • საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატში მოსახვედრად იბრძოლებს
  • საქართველოს წყალბურთის ნაკრები უკრაინის ჩემპიონატში მონაწილეობს
  • ანტალიაში საჭადრაკო ჩემპიონატში 32 ქართველი იასპარეზებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge