|
18-02-2010, 14:18
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, საგასტროლოდ იაპონიაში მიემგზავრება. იაპონიაში ეს დასის მეორე დიდი გასტროლია, რომელიც 24 თებერვალს ქალაქ ნაგოიაში დაიწყება და 14 მარტს ტოკიოში დასრულდება. საგასტროლო ტურნე 2007 წელს იაპონიაში საბალეტო დასის პირველი წარმატებული გასტროლის დროს დაიგეგმა. პროგრამაში ამჯერად ორი კლასიკური ბალეტია - ადანის "ჟიზელი" და პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა". მთავარ პარტიებს დასის სოლისტებთან ერთად, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი იცეკვებს. ქართულ საბალეტო დასთან ერთად იაპონიაში იცეკვებს მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერი ანდრეი უვაროვი. გასტროლი იაპონიის რამდენიმე ქალაქში გაიმართება: ნაგოიაში, ოსაკაში, ჰამამაცუში, ბივაკოში, ნიშინომიასა და ტოკიოში. იაპონიის დედაქალაქში საბალეტო დასს გამოსვლა მოუწევს ბუნკა კაიკანისა და უ-პორტის პრესტიჟულ 4000-კაციან დაბრაზებში. საბალეტო დასი თბილისიდან 20 თებერვალს გაემგზავრება. |
|