სტუ-ის ემბლემას ვანში აღმოჩენილი არწივის ქანდაკება დაამშვენებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის ემბლემას ვანში აღმოჩენილი არწივის ქანდაკება დაამშვენებს მეცნიერება
2-03-2010, 13:09
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივით, სასწავლებლის ემბლემა, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტის მედლის წინა მხარეს დაამშვენებს, შეიცვლება.

ამასთან დაკავშირებით, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, გეოლოგიისა და მინერალური ნივთიერებების კვლვევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, რომ ემბლემა, რომელიც დღემდე სტუ-ს ჰქონდა, არ შეეფერებოდა მას.

“ბატონმა არჩილმა მოგვაწოდა ინიციატივა, ემბლემა რაიმე უფრო ეროვნულითა და საინტერესოთი შეგვეცვალა. საბოლოოდ შეირჩა ის ფორმა, სადაც გამოსახულია ვანში აღმოჩენილი არწივის ქანდაკება. ეს არის ბრინჯაოში ჩამოსხმული ქართული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში”, _ განაცხადა მან.

ფოფორაძის განცხადებით, სტუ-ის წარმომადგენლები დაუკავშირდენენ ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს, რათა გაერკვიათ, შეიძლებოდა თუ არა ამ ნიმუშის გამოყენება ტექნიკური უნივერსიტეტის ემბლემა და რამდენად შეიძლებოდა მისი გამოსახვა მედლის წინა მხარეს.

“ეროვნული მუზეუმიდან თანხმობის მიღების შემდეგ, ჩვენმა მხატვარმა დაამზადა მაკეტი. წინა მხარეს გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი, რომელსაც გარშემო აწერია “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” ქართულად და ინგლისურად და სასწავლებლის დაარსების წელი _ 1922. უკანა მხარეს კი – იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელსაც გადაეცემა იგი”, - განაცხადა მან.

მედალით მომავალში შეიძლება დაჯილდოვდნენ წარჩინებული სტუდენტები, პედაგოგები.

“გარდა ამისა, ჩვენი დელეგაცია საზღვარგარეთ წასვლისას მედალს წაიღებს თან და შესაძლოა სუვენირად გაიყიდოს”, _ განაცხადა ფოფორაძემ.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა კურსი იწყება
  • ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა კურსი
  • ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების ექსპერტ-შემფასებელთა მომზადების კურსი იწყება
  • სოფელ ვაჭევში 300 ათასი წლის წინანდელი ფიგურა აღმოჩნდა
  • 16 მაისიდან ძვირფასი ქვების ექპერტ-შემფასებელთა კურსი იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge