სოფელ ვაჭევში 300 ათასი წლის წინანდელი ფიგურა აღმოჩნდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სოფელ ვაჭევში 300 ათასი წლის წინანდელი ფიგურა აღმოჩნდა კულტურა, სპორტი
5-04-2011, 00:38
ზემო იმერეთში, სოფელ ვაჭევში, კირქვაში გამოსახული ადამიანის ფიგურა აღმოჩნდა. კედლის მხატვრობის ეს უნიკალური ნიმუში 300 ათასი წლისაა.

ქართველი მეცნიერების შეფასებით, უნდოს მღვიმეში აღმოჩენილი სარიტუალო დარბაზი უაღრესად მნიშვნელოვანია.

აღმოჩენის ავტორი, რიონ-ყვირილას აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო ექსპედიციის ხელმძღვანელი ნუკა თუშაბრიშვილს აცხადებს, რომ აღმოჩენა ზედა პალეოლითური ხანის გამოსახულება უნდა იყოს, რაც 40-იდან 12 ათას წლამდე ვრცელდება. რაც შეეხება სხვა ფენებს, ისინი გაცილებით ძველი, 300 ათასი წლისაა.

"ამავე მღვიმეში მღვიმური დათვის ნაშთებია აღმოჩენილი, რაც სარიტუალო ცხოველი იყო. გარდა ამისა, კარსტული ჭა აღმოჩნდა, რომელიც სავსეა ცხოველებისა და ადამიანების ნაშთებით",_აცხადებს თუშაბრიშვილი.

მისი თქმით, ზემო იმერეთი უმდიდრესი რეგიონია ბუნებრივი მღვიმეებისა და ადამიანის საცხოვრისებით.

"ეს ტერიტორია ნახევარი მილიონი წლის წინ უნდა დასახლებულიყო. აცივების შემდეგ კი ნეანდერტალელმა ადამიანებმა აითვისეს მღვიმეები",_აღნიშნავს მეცნიერი.
 
 

ასევე:

  • ნაქულბაქევის ტერიტორიაზე უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს
  • საქართველოში 3-მეტრიანი ადამიანების სამარხები აღმოაჩინეს
  • ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა
  • სტუ-ის ემბლემას ვანში აღმოჩენილი არწივის ქანდაკება დაამშვენებს
  • გურჯაანში კერამიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge