|
3-09-2011, 12:46
ბორჯომის ხეობის მთებში არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩენილია ადამიანების ძვლები, რომელთა ასაკიც 25 ათასი წელია.
მეცნიერების მტკიცებით, ნაპოვნი ადამიანი-გიგანტების სიმაღლე 2,5-3 მეტრია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა იქნება სენსაცია. სამეცნიერო წრეებში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს თემის განხილვა, რომელიც ევრაზიის ცალკეულ რაიონებში რამდენიმე ათასი წლის წინ მცხოვრებ გიგანტებს უკავშირდება.
ვეკუას თქმით, ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვა ცივილიზაციებისგან დამოუკიდებლად, რის გამოც განსხვადებოდნენ სიმაღლით. "სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში მათ მოიხსენიებდნენ როგორც გოლიათებს, თუმცა ამ ჰიპოთეზის დამასატურებელი ფატქები ამ დრომდე არ არსებობდა", - აცხადებს იგი.
არცთუ ისე უინტერესოა ამ არსებების უძველესი სისტემა, მათი დასახლებებიდან დარჩენილია ნახევრად დანგრეული ნაგებობები. ghn.ge |
|