|
22-01-2010, 00:36
/GHN/ არქეოლოგებმა ალექსანდრიაში ღვთაება კატა ბასტის ძველეგვიპტური ტაძარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. შენობა დაახლოებით 2 ათასი წლის წინ არის აშენებული. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ტაძარი მეფე ქალ ბერენიკა მეორეს ტოლემეუს მესამის ევეგერტის მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 246-221 წლებში მეფობდა. შენობის სიმაღლე 60 მეტრია. სიგანე _ 15 მეტრი. ტაძარში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ისტორიული ფასეულობები: კატის ქანდაკებები, კერამიკა, ასევე ადამიანის სკუპლტურა. აღნიშნული აღმოჩენა მეცნიერებს უფლებას აძლევს, დაადასტურონ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ელინისტურ ეგვიპტეში აგრძელებდნენ ცხოველებისადმი თაყვანისცემას. |
|