მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს გამბედაობაზე » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს გამბედაობაზე მეცნიერება
2-07-2010, 12:13
მეცნიერებმა აღმოაჩინეს თავის ტვინის ის ნაწილი, რომლის აქტიურობის დროს ადამიანი ემატება გამბედაობა და მოქმედებს შიშის საწინააღმდეგოდ. ეს აღმოჩენა ექიმებს გამოადგებათ ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ.

“ექსპერიმენტების შედეგად, აღმოვაჩინეთ თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის გამბედაობაზე. მისი მანიპულირებით შევძლებთ განვკურნოთ ნებისმიერი ფობია” , — განაცხადა პროექტის ავტორმა და ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუტის დოქტორმა იადინ დუდაიმ (Yadin Dudai).

მეცნიერთა ჯგუფმა, იადინ დუდაის ხელმძღვანელობით, ჩაატარა მთელი რიგი ექსპერიმენტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოხალისეები. მათ უნდა დაეძლიათ შიში კონკრეტულ სიტუაციაში, მაგალითად: მათ კეტავდნენ შხამიან გველებთან ერთად ოთახში, უწყობდნენ კონტეინერების დაჯახების სიმულირებას.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ მოხალისეების ტვინის აქტივობას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით და აფიქსირებდნენ მათ მღელვარების დონეს, ფიზიკურ აგზნებას, კანის გამტარობას, რომელიც იცვლებოდა ოფლის დენის შედეგად.

ექპერიმენტის წინ მეცნიერებმა შეამოწმეს ყველა მოხალისე, რათა გაერკვიათ, ვის ეშინოდა გველების და ვის ჰქონდა სუსტი ფსიქიკა.

მოხალისეთა თავის ტვინის სკანირების დროს აღმოჩნდა, რომ შიშის მატებასთან ერთად იზრდებოდა მისი დაძლევის სურვილი და აქტიურდებოდა ტვინის წინა ნაწილი, ანუ სწორედ ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს გამბედაობაზე.
 
 

ასევე:

  • EWG-მა მობილური ტელეფონის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა გამოიკვლია
  • იგოეთში უძველესი ნანგრევები აღმოაჩინეს
  • მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს
  • კორეელმა მეცნიერებმა H1N1 ვირუსის გამანადგურებელ პრეპარატს მიაგნეს
  • პარიზის უნივერსიტეტისა და სტუ-ის მეცნიერები ერთობლივ კვლევებს ატარებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge