|
20-11-2009, 00:12
კორეელმა მეცნიერებმა H1N1 ვირუსის გამანადგურებენ პრეპარატს მიაგნეს. ვირუსის კვლევისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ე.წ. ღორის გრიპის "დამარცხება" ჩვეულებრივ ოზონის მჟავას შეუძლია. მედიკოსების თქმით, აღნიშნული ხსნარის ზემოქმედებით ვირუსი 5 წუთში იშლება და მხოლოდ წყალი რჩება, რომელიც მჟავას ზემოქმედების კვალსაც არ ტოვებს. კორეელი მეცნიერების ეს აღმოჩენა შესაძლოა რევოლუციური გახდეს და ვაქცინის ჩანაცვლება მოხდეს. გარდა ამისა, კორეელი მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდი გაცილებით იაფია, ვიდრე მსოფლიოს ფარმაცევტული კომპანიების მიერ შექმნილი ვაქცინა. |
|