ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს ტექნოლოგიები
29-09-2010, 23:44
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ,,დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს" ეწვივნენ და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა GMSYS 2009 დაათვალიერეს.

ქართველი გეოფიზიკოსების მიერ შექმნილი ხელსაწყო სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება და მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სეისმოლოგიურ დაკვირვებებში, ასევე გეოფიზიკის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშიც. უცხოური ანალოგებისგან ის უფრო მაღალი თავსებადობით, მოქნილობით, დაბალი ღირებულებითა და მოდერნიზების შესაძლებლობით გამოირჩევა.

ქართველი მეცნიერების მიერ გამოგონილი გეომულტიფუნქციური სისტემა უკვე შეისყიდა ნატომ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, სისტემის შესყიდვის სურვილი ასევე გამოთქვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა.

,,ქართულმა ტექნოლოგიურმა პროდუქტმა საერთაშორისო და სტრატეგიული აღიარება მოიპოვა. ქართული მეცნიერების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექნოპარკების შექმნა, სადაც ქართველი მეცნიერები არა მხოლოდ დააპატენტებენ საკუთარ გამოგონებებს, არამედ ადგილზევე შეძლებენ პროდუქციის წარმოებას. ტექნოპარკების დაარსებით შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, ხოლო მეცნიერებისთვის გაიზრდება დაფინანსება''- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

როგორც ცნობილია, ინსტიტუტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებითაც აწარმოებს კვლევებს, მიწისძვრების დაკვირვებას, სეისმური საფრთხის შეფასებას, სამეცნიერო და პრაქტიკულ სამუშაოებს. დაწესებულება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციას იღებს 10 სეისმური სადგურიდან (ონი, ახალქალაქი, ენგურის კაშხალი, დავით გარეჯი, დუშეთი, ნინოწმინდა და თბილისის რამდენიმე სადგური), ასევე მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო სეისმური სადგურებიდან. ინსტიტუტი მიწისძვრაზე ინფორმაციას მომენტალურად აწვდის საგანგებო სიტუაციათა სამსახურს.

ცნობისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური ქსელი 30 სადგურისგან შედგება. წლის ბოლომდე იგეგმება სადგურების რაოდენობის 40-მდე გაზრდა.
 
 

ასევე:

  • სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა
  • დიმიტრი შაშკინი სტუ-ის ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებს გაეცნო
  • ნატოს საკითხებზე დაცული თემების კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ
  • დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
  • იულიხის კვლევით ცენტრთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge