|
13-09-2010, 14:05
სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან ერთად სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად გახსნა.
სამინისტროს ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ისტიტუტი კვლევითი ცენტრია, სადაც სხვადასხვა დარგის მეცნირებისთვის მუშაობისა და კვლევის თანამედროვე პირობებია შექმნილი.
განათლების მინისტრის თქმით, ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი შეასრულებს როგორც სტეფანწმინდის, ისე მთლიანად ამ რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას.
"აქ შესაძლებელი იქნება კონფერენციების, სემინარების, საზაფხულო სკოლების და სხვა ღონისძიებების ჩატარება რეგიონის ახალგაზრდებისათვის", - განაცხადა შაშკინმა.
სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის განხსნის ცერემონიას ესწრებდნენ პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცეზარ ჩოჩელი და სხვა ოფიციალური პირები. ipn.ge |
|