ტრაბზონში ქართველ და რუს მორაგბეთა შერკინება გაიმართება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტრაბზონში ქართველ და რუს მორაგბეთა შერკინება გაიმართება კულტურა, სპორტი
20-03-2010, 00:31
დღეს, 20 მარტს, ტრაბზონში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შერკინება გამართება.

6-ათასადგილიან სტადიონზე 5 ათას შვიდასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება. მათთვის, ვინც მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს, შერკინების მსვლელობის ყურება შესაძლებელი იქნება საქართველოს დედაქალაქის სპორტის სასახლეში და სხვადასხვა კლუბში, ასევე ბათუმში, ქუთაისში და თითქმის ყველა ქალაქში სპეციალურ მონიტორებზე.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან მატჩის შემდეგ ტრაბზონში გაემგზავრა და 14 მარტიდან “ტრაბზონსფორის" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. ნაკრების მწვრთნელი ტიმ ლეინი გუნდს დღეში ორჯერ ავარჯიშებდა.

ნაკრებს გარკვეული პრობლემები აქვს უკანა ხაზში. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ბიძინა სამხარაძე, ხოლო ლაშა მალაღურაძის საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას შეფასებით, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თამაშისთვის საუკეთესო მზადყოფნაშია.

"ჩვენი გუნდი საუკეთესო მზადყოფნაშია, თუმცა თამაში ადვილი არ იქნება. ფიზიკურად რუსეთის გუნდიც ძლიერია, თან, ალბათ, ჩვენთან განსაკუთრებული გააფთრებით ითამაშებენ", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაგეგმილ თამაშზე კომენტირებისას.

მინისტრი გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოსალოდნელ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

"ადგილზე მობილიზებული იქნება თურქეთის პოლიცია, რათა ხულიგნურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს", - განმარტა რურუამ.
 
 

ასევე:

  • საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს 28-ქულიანი სხვაობით მოუგო
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბუქარესტში ირბ-ის თასზე ითამაშებს
  • საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება
  • 19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
  • ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები 46:0 დაამარცხეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge