საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს 28-ქულიანი სხვაობით მოუგო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს 28-ქულიანი სხვაობით მოუგო კულტურა, სპორტი
20-03-2010, 19:04
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის გუნდს ანგარიშით 36:8 მოუგო. თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აქჩაბაათის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ქართველი მორაგბეების უპირატესობა თამაშის დაწყების პირველი წუთიდანვე გამოიკვეთა. ქართველებმა პირველი ლელო მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ დადეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად თურქეთში ათასობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, პარლამენტის თავმჯომარე დავით ბაქრაძე, გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია, კულტურის, ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და სხვა ქართველი პოლიტიკოსები. გარდა საქართველოდან ჩასული გულშემატკივრებისა, დღევანდელ შეხვედრას ტრაბზონში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს და ქართველ გულშემატკივრებს თურქებმა საკმაოდ თბილი და ორგანიზებული დახვედრა მოუწყვეს. ისინი საქართველოს ნაკრებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ.

ის გულშემატკივრები კი, რომლებიც თურქეთში ვერ წავიდნენ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას თბილისის ივენთ ჰოლში, რაგბის ქომაგთა კლუბში აღნიშნავენ.
 
 

ასევე:

  • ტრაბზონში ქართველ და რუს მორაგბეთა შერკინება გაიმართება
  • საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება
  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის გუნდი დაამარცხა
  • 19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
  • ქართველი კალათბურთელები რუსეთთან შვიდქულიანი სხვაობით დამარცხდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge