|
6-05-2010, 00:41
6 მაისს, 16:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება კონკურსი იტალიის მიერ დაწესებული სტიპენდიისთვის Premio Roma, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს იტალიის მთავრობის სტიპენდიას და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამთვიან კურსებზე იტალიაში გაემგზავრება.
კონკურსი კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი. 2010 წელს, იტალიური მხარის გადაწყვეტილებით, რომში ერთი საოპერო მომღერალი გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსში ოთხი ახალგაზრდა მომღერალი იღებს მონაწილეობას, კონსერვატორიის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდეტები: მეგი ჩიხრაძე, თამარ ნოზაძე, მარიამ ნაჭყებია და არჩილ გოგიტიძე.
კონკურსის ჟიური შედგება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორებისგან. ესენი არიან მომღერლები: მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი და დირიჟორი რევაზ ტაკიძე. კონკურს ასევე დაესწრება საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, როზალია კორადო და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. |
|