მზის ბატარეებიანი აპარატი კვირაზე მეტია, მიწაზე დაუშვებლად დაფრინავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მზის ბატარეებიანი აპარატი კვირაზე მეტია, მიწაზე დაუშვებლად დაფრინავს ტექნოლოგიები
20-07-2010, 13:13
დიდ ბრიტანეთში დამზადებულმა საფრენმა აპარატმა Zephyr-მა, რომელიც მზის ბატარეებზე მუშაობს, ბევრად გადააჭარბა ანალოგიური აპარატების ფრენის ხანგრძლივობის რეკორდს. უკვე კვირაზე მეტია, რაც ბრიტანული აპარატი მიწაზე არ დაშვებულა.

საფრენი აპარატი, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვისა და კვლევის კომპანიამ შექმნა, არიზონას შტატის სამხედრო პოლიგონიდან წინა პარასკევს აფრინდა. ფრენა დღე და ღამე, დაშვების გარეშე გრძელდება და მისმა ხანგრძლივობამ უპილოტოთა რეკორდს ხუთჯერ გადააჭარბა.

პროექტის მენეჯერი ჯონ სოლტმარში იმედს გამოთქვამს, რომ აპარატი ცაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იფრენს, შემდეგ კი მიწაზე დაეშვება.

Zephyr-ი პირველი "მუდმივი" საფრენი აპარატია. დღისით მისი პროპელერები მზის პანელებიდან მიღებული ენერგიით, ღამით კი აკუმულატორებით იკვებება, რომელთა დამუხტვა დღის განმავლობაში მზის ენერგიითვე ხდება.

მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ შერჩეულ სივრცეში დიდი ხნით შეუძლიათ გაჩერება და მისიის შესრულება, რაც თანამგზავრით ან სამხედრო "უპილოტოებით" მოუხერხებელია.

სამხედროებს ეს აპარატი კავშირისა და დაზვერვის სფეროებში გამოადგებათ. მას ასევე მიწის ზედაპირის დაკვირვებისთვის, სამეცნიერო და სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
 
 

ასევე:

  • Samsung-მა მზის ენერგიაზე მომუშავე მობილური ტელეფონი გამოუშვა
  • გერმანიაში მზის ენერგიაზე მომუშავე ყველაზე დიდი იახტა შექმნეს
  • მზის ენერგია კოსმოსურ აპარატსაც აამოძრავებს
  • HTC Hero-ის ახალი მობილური აპარატი გამოვიდა
  • iPod-ის მომხმარებელს მზის ენეგიაზე მომუშავე დამტენი ს გამოყენება შეეძლება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge