|
9-03-2010, 11:23
მზის ელემენტებზე მომუშავე მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა გერმანიის ქალაქ კილის ვერფში წარადგინეს.
31-მეტრიანი ხომალდი შვეიცარიული საკონსტრუქტორი ბიურო ”PlanetSolar”-ის პროექტის მიხედვით აიგო. მომავალ წელს ეს კატამარანი, რომელიც ამჟამად მზის ენერგიაზე მომუშავე ერთადერთი ხომალდია, დედამიწის გარშემო 140-დღიან მოგზაურობას დაიწყებს, იტყობინება dpa.
იახტა 60 ტონას იწონის და მასზე 50 ადამიანი თავსდება. პროექტის ღირებულება რამდენიმე მლნ ევროს შეადგენს. პირველი საცდელი სვლა მიმდინარე წლის მარტისთვისაა დაგეგმილი. |
|