|
15-10-2009, 13:42
15 ოქტომბერს მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ვილფელმ ნიცშეს დაბადებიდან 165 წელი შესრულდა.
ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი.
ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ფრანკფურტელი პესიმისტით, შოპენჰაუერით. მისი ზეგავლენით ნიცშე ანტიკურ საბერძნეთში ეძიებდა სფინქსის ამოცანას, ადამიანის და არსებობის საიდუმლობას. შემდეგ ნიცშე გაიტაცა ვაგნერმა, მისმა ტიტანურმა პიროვნებამ და ძლიერმა მუსიკამ იგი სხვა მიამრთულებით წაიყვანა.
პირველი წიგნი "Die Geburt Der Tragodie" (1872) დაწერილია ვაგნერის და შოპენჰაუერის ძლიერი გავლენით. ეს იყო ნიცშეს პირველი ნაბიჯი ფილოსოფიურ სამყაროში, რომელიც გაშმაგებულ კრიტიკას იწვევს. შემდეგ წლებში ნიცშე აღრმავებს თავის პირველ წიგნში გამოთქმულ აზრებს, ფილოსოფიაში ის კვლავ შოპენჰაუერის ერთგული მოწაფეა. მიდის ღმერთისა და ადამიანის სულის უკვდავების უარყოფისაკენ. უსმენს ვაგნერს და ცხოვრობს მისი ცხოვრებით. მაგრამ ათი წლის შემდეგ ნიცშე ვაგნერს უწოდებს თანამედროვე მუსიკის გამრყვნელს და უარყოფს მის შემოქმედებას.
1878-ში შექმნილი "Menschliches, Allzumenschliches" მთლიანად მეტამორფოზაა. აქ მას უკვე აღარ სწამს არც გენიალობის, არც მეტაფიზიკისა და კაცობრიობის. უფრო სკეპტიკოსია, ვიდრე აღფრთოვანებული იდეალისტი. "Die frohliche Wissenschaft" (1882) მეტაფომორფოზაა, მხოლოდ ახლებურად დანახული. "მე მინდა ვიფრინო, მხოლოდ ვიფრინო" ამბობს ის. მას აღარ აკმაყოფილებს პოზიტივიზმი, "ძირს სოკრატე და გუმარჯოს ინსტიქტს".
შემდეგ იქმნება "ასე იტყოდა ზარატუსტრა", ამ წიგნით ნიცშემ "მოკლა" ღმერთი და ომი გამოუცხადა წასრულს. "რა დაემართა ღმერთს? მე გეტყვით! ჩვენ ის მოვკალით! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!" _ წერდა ნიცშე.
ნიცშე 1900 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა. |
|