|
5-09-2010, 01:11
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:1 ითამაშა.
მატჩის მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ბერძნების კარში ლამაზი გოლი გაინატა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მეორე ტაიმის 72-ე წუთზე ბერძნებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება (სპიროკოლუსი).
მატჩი თანანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ქართველ ფეხბურთელებს ჰქონდათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი" მოსკოვი, რუსეთი), კახა კალაძე ("მილანი", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კაისერისპორი", თურქეთი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი) (გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი)), დავით კვირკველია ("სიბირი", რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), (ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი)), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი" ჰაიფა, ისრაელი) (ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი")).
მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
მატჩის მსაჯი _ კარლოს კლოს გომესი (ესპანეთი).
მორიგ მატჩს ქართველი ფეხბურთელები 7 სექტემბერს თბილისში ისრაელის ნაკრებთან გამართავენ.
საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა ლატვია-ხორვატია 0:3 ghn.ge |
|