|
11-08-2010, 03:58
11 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოვლდოვასათან ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს გამართავს.
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გუნდის შემადგენლობა 3 აგვისტოს დაასახელა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი); მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), კახა კალაძე ("მილანი", იტალია), ალეკო ამისულაშვილი ("კაისერისპორი", თურქეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი" მოსკოვი, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), დავით კვირკველია ("ანჟი", რუსეთი);
ნახევარმცველები: ლევან გვაზავა ("ტერეკი", რუსეთი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია);
თავდამსხმელები: დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი" ჰაიფა, ისრაელი), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი"). |
|