ახალგაზრდული ნაკრები ევროპის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ახალგაზრდული ნაკრები ევროპის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება კულტურა, სპორტი
12-11-2009, 02:34
ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2011 წლის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. ნაკრები 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე ირლანდიელებს შეხვდება, 18 ნოემბერს კი შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართავს შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის გუნდთან.
ირლანდიელებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ხიდეშელი, ამირან სანაია და ლევან ყენია გამოტოვებენ, ტრავმა აქვს ლევან მჭედლიძეს. შვეიცარიაში ხიდეშელს და სანაიას თამაში შეეძლებათ.
დღეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გლდანში "ამერის" სტადიონზე ივარჯიშა. ამირან სანაია კი ნაკრებს პირდაპირ ლუგანოში შეუერთდება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები: მეკარეები _ რევაზ თევდორაძე ("გაგრა"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გიორგი ბახტაძე ("დიორ ეტო", უნგრეთი); მცველები _ გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი"), ლევან კაკუბავა, გულვერდ თომაშვილი, გიორგი გეთიაშვილი (ყველა "დინამო"), ლაშა თოთაძე ("გაგრა"), გიორგი ხატიაშვილი ("ლოკომოტივი"), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია"), ამირან სანაია ("ლე მანი", საფრანგეთი); ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), თემურ შონია ("სპარტაკი"), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაჟა ნემსაძე ("დინამო"), ლევან კუტალია ("სლავია", ბოსნია), ნიკა ძალამიძე ("ბაია"); თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი ("ვოლენი", შვეიცარია), გიორგი ჭედია ("ოლიმპი"), გიორგი გაბედავა ("გაგრა"), ვახტანგ კვარაცხელია ("ვიტ ჯორჯია"); მწვრთნელი _ ოთარ გაბელია.
 
 

ასევე:

  • საქართველოს ეროვნული ნაკრები მოვლდოვასათან ამხანაგურ მატჩს გამართავს
  • თემურ ქეცბაიამ 3 ივნისის მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება
  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან თამაში ფრედ დაასრულა
  • ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები 46:0 დაამარცხეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge