|
25-11-2010, 13:57
19 ნოემბერს სტუ-ში გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების შეხვედრა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ზურაბ აბაშიძესთან. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
სტუმარმა ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საკითხებზე ზოგადად, შეეხო თანამდეროვე პოლიტიკურ ვითარებას, უპასუხა დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს.
ზურაბ აბაშიძე 1951 წლის 11 ივნისს თბილისში დაიბადა. იგი არის დიპლომატი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი. ზურაბ აბაშიძემ დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია ესპანისტიკაში (1983 წ.), არის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001), გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში. არის ავტორი წიგნისა ”ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ” (2000). |
|