
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) გარემონტდა და აღიჭურვა მინერალოგიის სასწავლო ლაბორატორია.
ლაბორატორიისთვის შეიძინეს ბუნებრივ მინერალთა ნიმუშებისა და მათი სტრუქტურული მოდელების ახალი კოლექცია; შეიქმნა მინერალოგიის საგნის ლექციების და ლაბორატორიული სამუშაოს მინერალთა კოლექციების და მათი სტრუქტურების კომპიუტერული ვერსია, რომელთა ჩვენება ხორციელდება კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით.
ლაბორატორიაში შესაძლებელია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების თანამედროვე დონეზე ჩატარება.