საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) განახლდა და აღიჭურვა საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული ტესტირების სერტიფიცირებული ლაბორატორია.
ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილი სპეციალისტებით. სრულდება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი მაღალი სანდოობის ანალიზები ოქროს, ვერცხლის, პალადიუმის, პლატინის, ოსმიუმის და მათი შენადნობების ქიმიური შემცველობის დასადგენად.
ამჟამად ლაბორატორიაში ხორციელდება სამეცნიერო გრანტები, საექსპერტო-სადიაგნოსტიკო სამუშაო და სახელშეკრულებო თემები.