2011 წელს მოხალისე პედაგოგთა მეორე ნაკადი ჩამოვიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

2011 წელს მოხალისე პედაგოგთა მეორე ნაკადი ჩამოვიდა სიახლე
31-01-2011, 16:19
ახალი წლის შემდეგ საქართველოში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული კვალიფიციური პედაგოგები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფინეთიდან, ფილიპინებიდან და ლიტვადან არიან.

ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში იტალიური ენის პედაგოგებიც ჩამოვიდნენ. ახლად ჩამოსული პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან, თბილისისა და კახეთის რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის კოკა სეფერთელაძის განცხადებით, ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და დასრულდება აღმოსავლეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი.

საქართველოში უკვე 1000 უცხოელი მასწავლებელი მოღვაწეობს, მომავალი წლიდან მათი რაოდენობა 1500 იქნება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა
  • TLG-ის წარმომადგენლები უცხოელ მასწავლებლებს შეხვდნენ
  • ESL certified-თან მემორანდუმი გაფორმდა
  • განათლების მინისტრი უცხოელ პედაგოგებს შეხვდა
  • დიპკორპუსს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ანგარიში წარუდგინეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge